|
2021-07-11 19:49:44, 793 ნახვა
საზოგადოება
ვახო სანაია - ხვალ დილამდე მარიონეტი პრემიერი გადადგეს და მიყვეს მთელი მთავრობა
არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც სანაიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ხვალ დილამდე აქვს დრო, რომ გადააყენოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან. „მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო. ვიცი, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ადრე და მაქსიმუმ ხვალ დილამდე თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა. გადადგომა არ არის საკმარისი, ჩემს უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია „გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი“ და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა. ეს იყო მკვლელობა, რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც არიან შეთამაშებული და თანამშრომლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ 53, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ შეიძლება დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვეშინია თქვენი და იყო ყოველთვის მოწოდება „ნუ მომკლავ“ - დღეს გვაქვს მოწოდება „ვერ მოგვკლავ“, რადგან ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს საფიქრალად აქვს დილამდე. ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და ის უნდა წავიდეს. ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის“, - განაცხადა ვახო სანაიამ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)