03:50 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 16:56:09, 803 ნახვა

საზოგადოება
ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

ქართული ოცნების სათაო ოფისთან დაძაბული ვითარებაა, ადგილზე აქტივისტებს აკავებენ. ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა სცემეს, გარდაიცვალა.

აქცია ქართული ოცნების სხდომის პარალელურად მიმდინარეობს.

აქციაზე თაზო ახობაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ნიკა ფარულავა და გიორგი კაპანაძე. 

ქართული ოცნების ოფისში რამდენიმე საათია, უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

პარალელურად მმართველი პარტიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდნენ ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტები. 

ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია - ბევრად დიდი რაოდენობით, ვიდრე 5 ივნისს, როცა თბილისის ქუჩებში მოძალადეები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics