03:50 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 18:34:41, 642 ნახვა

საზოგადოება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავა. ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარის ზედაპირი შენაკადებისგან  მოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენისა და ხის ტოტებისგან დაბინძურდა.

დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურამდე გაიწმინდა. აქციაში დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფს“ დასუფთავებაში დახმარებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწევდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics