|
2021-07-07 19:05:59, 1035 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა ქალაქში გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს. გურამიშვილის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, წინა მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ასფალტის პირველი ფენა დაიგო. მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე, განთავსებულია ქალაქის #1 საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი მცირე სკვერით, გიორგი მერებაშვილის („გორკა“) ღია სახელობის საჭიდაო არენა სადაც ყოველწლიურად ტარდება მისი სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოასფალტდება ყაზბეგის, წერეთლის, წულუკიძის და შარიფაშვილის ქუჩები. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამიტომ ბიუჯეტიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობას კეთილმოწყობილი ქუჩებით გადაადგილების პირობები შევუქმნათ, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. #ადგილობრივისაგზაოინფრასტრუქტურა2021
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)