|
2021-07-05 15:37:25, 591 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ გავრცელებული ვიდოემასალის გაშიფრვა და იდენტიფიცრება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თბილისში განვითარებულ დღევანდელ მოვლ;ენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით წინა წლებში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. „დღეს ძალიან მძიმე მოვლენების თვითმხილველები გავხდით. პირველ რიგში, მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა ადგილზე გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთეს უარესი მოვლენების განვითარებას. დღეს ჟურნალისტებმა ძალადობრივი მოვლენების დოკუმენტირება მოახდინეს. მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყონებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდოემასალის გაშიფრვა, იდენტიფიცრება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირების და სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში მსგავსი ძალადობრივი ფაქტები, სიძულვილით მოტივირებული და ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები რჩებოდა დაუსჯელი და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღეს დღევანდელი ქმედებები“, - აღნიშნა ლომჯარიამ. მისივე თქმით, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. „ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც და დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრვ ქმედებებს და დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები საკუთრების და მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, განცხადებები, როდესაც ძალადობრივ ჯგუფებს უფლებრივად ათანაბრებ მშვიდობიან მოქალაქეებთან ეს არის აპრიორი არასწორი და კიდევ ერთხელ არის დამატებითი წახალისება ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ. ასევე არასწორი იყო პოლიტიკური სარჩულის მიკერება და დაკავშირება პრაიდის გეგმებთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა ძალადობრივი ფონი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)