|
2021-07-05 14:34:19, 925 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - თუშეთში მცხოვრებ ლეგენდარულ ექიმს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთში მცხოვრებ ლეგენდარულ ექიმს, ირაკლი ხვედაგურიძეს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა და დაუკანონდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, სოფელ ბოჭორნაში, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ირაკლი ხვედაგურიძე არის ლეგენდარული ადამიანი, ლეგენდარული ექიმი, რომელსაც, საქართველო იცნობს, მათ შორის, მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მრავალი სიუჟეტიდან. ეს ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, ზამთარ-ზაფხულ, მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მზად არის ფეხით, ცხენით ნებისმიერ ადგილობრივ მაცხოვრებელთან მივიდეს დასახმარებლად და შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა. ამ ადამიანმა ასევე ააღორძინა, პრაქტიკულად, მიტოვებული სოფელი ბოჭორნა, რომელიც ზღვის დონიდან ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული სოფელია" - აღნიშნა ნათია თურნავამ. ირაკლი ხვედაგურიძე ამჟამად 84 წლისაა და ასაკის მიუხედავად, ყოველდღიურად რამდენიმეკილომეტრიან ურთულეს გზას გადის და თუშეთის 50-მდე სოფელს ემსახურება.20 წელიწადზე მეტია, რაც ირაკლი ხვედაგურიძე მთისთვის დამახასიათებელ ურთულეს კლიმატურ პირობებში ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, ნებისმიერი საშუალებით (ფეხით, ცხენით, თხილამურით) მიდის იქ, სადაც ექიმის დახმარება სჭირდებათ. მისმა პროფესიონალიზმმა და გულისხმიერებამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)