21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 13:02:52, 662 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ქადაგიშვილი - თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს

თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ მარშტან მიმართებაში სახელმწიფო და ყველა ორგანო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება.

„თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას. ეს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გამოიწვევდა ვნებათაღელვას და ამას ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე ახლა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო და ყველა ის ორგანო, მათ შორის შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მოხდეს რაიმე ექსცესი, რაც დააზიანებს ადამიანებს და მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნის“, - განცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics