07:53 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 18:50:07, 680 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისების შესრულება დამატებით 6 მიმართულებით (მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი) განაახლა. შედეგად, პანდემიის მიუხედავად, ბაზის მეშვეობით ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 14 მიმართულებით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს.

პირველ ეტაპზე, ეპიდვითარებიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-სალონიკის რეისის შესრულების წინ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics