|
2021-07-02 18:23:10, 1491 ნახვა
რეგიონი
დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 28 წელი გავიდა
დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 28 წელი გავიდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა, კასპელმა ვეტერანებმა ტამიშთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპული მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზეთის ომის დროს ბევრი მძიმე დღე იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ასეთი მძიმე დღე ტამიშთან გამართული ბრძოლა იყო. დუშეთის ბატალიონმა, ”მხედრიონმა”, ”ავაზამ”, შავნაბადის ბატალიონმა ტამიშის დესანტის მოსაგერიებლად სამთავრობო შენაერთებთან ერთად იბრძოდა, 10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა. ტამიშის ბრძოლა საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითია მომავალი თაობისათვის - თუ როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები და წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. რამდენად მძიმეა ომის შედეგები, რომ ჩვენი ვალია მუდმივად გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)