21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 16:55:01, 841 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვართ ძალიან ახლოს ნატო-ს ღია კართან და ეს პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნაა

დღეს ვართ ძალიან ახლოს ნატო-ს ღია კართან, ეს პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის განმტკიცებაზე ისაუბარ და ჯეიმს აპატურაის, გაწეული თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ თუ ვართ ძალიან ახლოს ღია კართან და ვიცით, რომ ამას შეიძლება კიდევ რაღაც დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნა, რადგან კარები კარებია, გაწევრიანება - გაწევრიანება, მთავარია, ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობა ძალიან კონკრეტული იყოს. ძალიან ბევრი დარგია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და მათთან თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილ უსაფრთხოების განცდას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. ჩვენ დღეს იმისთვის ვართ აქ, რომ მადლობა გითხრათ მეგობრობისთვის, მაგრამ ასევე გთხოვთ და ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი იქნება დადებითი, გთხოვთ, დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციაში, ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ნატო-სთან ურთიერთობაში», - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics