|
2021-07-02 12:52:07, 1004 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავამ სასტუმრო „ბიოგრაფის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სასტუმრო „ბიოგრაფის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში კომპანია „მონოლით ჯგუფმა" 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში, რომელიც 112 ნომერს მოიცავს, ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა იგეგმება. ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ სასტუმრო უკვე აქტიურად იღებს ჯავშნებს და ამ დღეებში პირველ ტურისტებს ელოდება. „თბილისის ისტორიულ უბანში კიდევ ერთი ძალიან საინტრესო ახალი პროექტი განხორციელდა, რომელიც მთლიანად ქართული ინვესტიციით შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში და დავეხმარებით მათ პერსონალის დატრენინგებაში, ვინაიდან მაღალკვალიფიციური პერსონალის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმროებისთვის. უნდა ითქვას, რომ ინვესტორებს ძალიან დიდი გამბედაობა დასჭირდათ, კოვიდის დროს გაეხსნათ ახალი სასტუმრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული წამოწყება იქნება. სასტუმრო უკვე თითქმის სრულად დაჯავშნილია და რამდენიმე დღეში ისრეალიდან პირველ სტუმრებს ელოდებიან, მოგვიანებით კი უკრაინიდან. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა და ტურიზმის აღდგენა უნდა მოხდეს სწრაფად და დარწმუნებული ვარ, ეს სასტუმრო ისევე, როგორც სხვა ახალი მცირე და საშუალო სასტუმროები თბილისსა და მთლიანად საქართველოში, წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)