08:49 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 11:04:05, 488 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 110 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ  110 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც  მათ  სამთვიანი ვადა მიეცათ.

„სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ  პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და წლის ბოლომდე,  დამატებით, 1000-ზე მეტ სახლს შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics