|
2021-07-01 16:06:41, 630 ნახვა
საზოგადოება
მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება 2024 წლის 1 ივლისამდე განხორციელდება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2020 წლის პირველ იანვარს შეიქმნა. ამ ეტაპზე, უწყების ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, 2004 წლის შემდეგ, არ განახლებულა მიწის ფონდის მონაცემები. სააგენტოს საქმიანობის ვექტორი ორიენტირებულია მიწის მართვის ევროპულ გამოცდილებაზე, რომელთა შორის ფრანგული მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო და მისაღებია. აქედან გამომდინარე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ურთიერთობა დამყარდა საფრანგეთის შესაბამის სტრუქტურებთან. მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება განხორციელდება 2024 წლის 1 ივლისამდე; პარალელურად, შეიქმნება მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა და დაიწყება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათი საკადასტრო მონაცემების რეესტრის, ანუ პასპორტიზაციის პროცესი. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ქარსაფარი ზოლების აღრიცხვა, მისი მდგომარეობის შესწავლა და რეგისტრაცია. აღნიშნული პროგრამის დასრულება გათვალისწინებულია 2025 წლისთვის. მიმდინარე წლის ივლისში საპილოტე პროგრამა დაიწყება თელავის მუნიციპალიტეტში, რაც დაახლოებით 430 ჰა-ს მოიცავს. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პაკეტზე, რაც სრულყოფილს გახდის მიწის მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელებას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)