|
2021-07-01 13:14:34, 484 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დაცულ მონაცემებზე წვდომის გზით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ან რეგისტრაციის მსურველი ოჯახებისათვის სარეიტინგო ქულის დათვლის პროცედურის განხორციელებისას ოჯახების დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების იდენტიფიცირება. მემორანდუმი „მინდობით აღზრდის ანაზღაურების“ მიმღებ ბენეფიციართა, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ბაზებში დაცული ინფორმაციის უმოკლეს დროში მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გაუმჯობესებს. „მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა ბაზების კიდევ უფრო დახვეწასა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის“,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა. „დოკუმენტი არსებულ ბაზებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწოთ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება“,- ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ მოაწერეს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)