10:07 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 12:49:02, 814 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე - დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა

დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ჟვანიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, მას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მითუმეტეს, როდესაც მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი.

თამარ ჟვანიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ მიკვირს, თუმცა ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, ვინც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს სდებდნენ, მათ შორის არჩევნების გაყალბებაში და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics