|
2021-07-01 11:43:54, 879 ნახვა
რეგიონი
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. კოვიდ პანდემიის მიუხედავად, პროგრამა არ შეფერხებულა და წელს მეექვსედ განხორციელდება. პროგრამით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ: შუახევი -კატრიანი - ყავრიანი; ხიჭაური - ახალდაბა - ბარათაული - გრძელგორი ; ხიჭაური-თაგინური; ცხემლისი-თაგინური(ნაფოცხვარა); ჭალა-წყაროთა - თაგინური; ოლადაური - ჩირუხი; ტბეთი - გოგაძეები - ჩირუხი; ქიძინიძეები - ჯაბნიძეები -ჩირუხი; დღვანი - ლომანაური - გოგინაური -ჩირუხი; შუბანი - ჩირუხი; კვირიაული - ცინარეთი - ღომა; წაბლანა - ღომა - საყენდრია; ნიგაზეული - ჯანჯღნარი; ხიჭაური - მერიაყელი; ინწკირვეთი-შედრეკილი; შუახევი - თეთრობი; ბრილი - ხაბელაშვილები - თაგინური; დღვანი - ლომანაური - გოგინაური - საბერწია; კარაპეტი- მაწყვალთა; მახალაკიძეები - სანალია; კობალთა - ძველი მთა. პირველი რეისი უკვე გავიდა შუახევი - კატრიანი -ყავრიანი-გრძელგორის, ახალდაბა-ბარათაული- გრძელგორის, ოლადაური- ჩირუხის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)