06:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 23:52:44, 1948 ნახვა

მსოფლიო
გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი და თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა

აშშ-ში ნიუ-მეხიკოს შტატში 88 წლის ასაკში გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი და თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა.
რამსფელდი იყო ერაყის და ავღანეთის ომების მთავარი არქიტექტორი.
 დონალდ რამსფელდი აშშს ისტორიაში მეორე პიროვნებაა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო აშშ-ს თავდაცვის მდივანი. მისი მოღვაწეობა ამ დარგში დაიწყო რამოდენიმე თვით ადრე 2001 წელს განხორციელებულ ტერაქტებამდე და დასრულდა 2006 წლის შუალედური არჩევნებისას. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს იგი ხელმძღვანელობდა ავღანეთში და ერაყში შეჭრის ოპერაციებს. ახლახანს გამოიცა მისი მემუარები, რომელშიც ავტორი საუბრობს იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებზე, რომელიც მის მიერ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებს ეხება. ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი აღიარებს იმას, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი მისი თავდაცვის მინისტრობისას 2004 წელზე მოდის, როდესაც გავრცელდა ერაყის აბო ღრაიბის ციხეში გადაღებული ფოტოსურათები, რომლებშიც ასახულია ის თუ როგორ აწამებენ ამერიკელი სამხედროები ტყვეებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics