06:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 13:12:53, 2039 ნახვა

მსოფლიო
პოლონელ მღვდელმთავრებს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში კვლავ ადანაშაულებენ

პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას პედოფილიის ახალი ბრალდებები ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018-2020 წლებში პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ 368 ბრალდება მიიღო სასულიერო პირების მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ, კერძოდ, საუბარია ინციდენტებზე, რომლებიც როგორც წლების წინ, ასევე ბოლო პერიოდში მოხდა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ ბრალდებების 39% დაასაბუთა, საჩივართა 10% უარყოფილ იქნა, დარჩენილ საქმეებზე კი, გამოძიება მიმდინარეობს. პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ვოიცეხ პოლაკმა მსხვერპლს ბოდიში მოუხადა.

„დღეს, როგორც ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის საეპისკოპოსო კონფერენციის დელეგატი, მივმართავ დაზარალებულებს და ყველას, ვინც აღშფოთებულია ეკლესიაში არსებული ბოროტებით, ვთხოვ პატიებას“, - განაცხადა ეკლესიის წინამძღვარმა.

ცნობისთვის, გასულ წელს, ვატიკანმა ოთხ პოლონლ ეპისკოპოსს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმის დაფარვის გამო სანქციები დაუწესა, ორი მათგან მღვდელმსახურება შეუჩერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics