|
2021-06-29 12:29:57, 1175 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - როდესაც პარტია ხელს არ აწერს 19 აპრილის შეთანხმებას, ამით ამბობს, რომ მას უნდა პოლარიზაცია
„ნაციონალურ მოძრაობას" დღემდე ხელი არ მოუწერია 19 აპრილის შეთანხმებისთვის. 19 აპრილის შეთანხმება ეს არის ევროპული გზა საქართველოსთვის, ეს არის დეპოლარიზაციის და პარლამენტში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გზა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პარტია ამას ხელს არ აწერს, ამით ამბობს, რომ მას არ უნდა დეპოლარიზაცია, მას უნდა პოლარიზაცია. „პარლამენტის წინ ჯერ კიდევ გაშლილია კარვები და მოწოდების მიუხედავად, არ იღებენ. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ, გვინდა თუ არა, რომ გადავიდეთ თანამშრომლობის სხვა ეტაპზე, თორემ შეგვიძლია ასეც ვიყოთ. ნახევარზე მეტს ხელი არ აქვს მოწერილი 19 აპრილის ხელშეკრულებაზე. პრობლემა არ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ასე ყოლა, ისინი ამ კუთხით არიან ოპოზიციაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ ამის ნაწილი. ცალმხრივად თანამშრომლობა ხომ არ შეიძლება, თანამშრომლობა - ეს არის ორმხრივად მოძრაობის გზა, ჩვენ ცალმხრივად როგორ ვეთანმშრომლოთ პარტიას, რომელიც ამბობს, რომ მე კარვები უნდა გაგიშალო და ბოიკოტი გამოგიცხადო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)