|
2021-06-28 15:27:53, 969 ნახვა
საზოგადოება
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ მედიცინის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვა
25 ივნისს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ რუსთაველის თეატრში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წვეულება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოეს ღვაწლმოსილი ექიმები, მათ შორის - ისინიც, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ლიგის ისტორიაში პირველად ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა "ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს. ღონისძიების შესახებ მის ორგანიზატორს, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ვიცე-პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ალერგოლოგ მარიამ ბეზარაშვილს ვესაუბრეთ: - ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა შვიდი წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად სამედიცინო საზოგადოება რუსთაველის თეატრში მოვიწვიეთ და საქართველოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული ექიმები დავაჯილდოეთ. დაჯილდოებულთა შორის, რა თქმა უნდა, არიან დარგის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრონტის წინა ხაზზე დგანან, მათ შორის – ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია და ამავე კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი. ლიგის ისტორიაში პირველად გაიცა ჯილდო მედიცინის სფეროს ინოვატორის ნომინაციით, რომელიც "ავერსის" დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს მიენიჭა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც შექმნა უმაღლესი დონის კლინიკების ქსელი, ააღორძინა ფარმაცევტული ინდუსტრია, შემოიკრიბა პროფესიონალთა გუნდი, მუდმივად უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან ერთად, ბატონი პაატა ცნობილია როგორც უდიდესი ქველმოქმედი. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ მისთვის ჯილდოს გადაცემისას. ღონისძიებაზე დაასახელეს საუკუნის ექიმებიც. დაჯილდოება დასრულდა კონცერტით, რომელშიც ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ექიმებმა შესანიშნავი საღამო აჩუქეს ერთმანეთს და იმედი გამოთქვეს, რომ აქ მიღებული დადებითი ემოციები ღონისძიების ყველა მონაწილეს დიდხანს გაჰყვება.
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)