|
2021-06-26 16:05:22, 875 ნახვა
საზოგადოება
ახმეტელის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. 900 კვ. მ. ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. სივრცეში განთავსდა საპარკე ფურნიტურა, დამონტაჟდა განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები და პატარებისთვის სათამაშო ზონა მოეწყო. ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 144 757 ლარი გამოიყო. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტის დეპუტატთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)