|
2021-06-26 13:06:33, 1200 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ტვიტერზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანასკნელ პერიოდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და მათ კონკრეტულ გავლენაზე ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულების შესაძლებლობისთვის. დიპლომატებს საშუალება მიეცათ არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ უშუალოდ პირველი პირებისგან მოესმინათ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადამკვირვებლო მისიის როლი დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდაში.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)