|
2021-06-26 11:03:23, 668 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2 ფაქტი დაბა ბაკურიანში, 4 ფაქტი კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (წიფელი) სახეობების - ჯამში 15 კუბური მეტრი ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 3.8 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) საშეშე მერქანი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სატყეო უბნის კვარტალში. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)