|
2021-06-25 15:15:24, 1308 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ.ინდური შტამი ერთ თვეში დომინანტი გახდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს. გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს. „დელტა“ შტამი დომინანტი რომ გახდეს ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. ბრიტანეთს დიდი მიმოსვლა აქვს ინდოეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც „დელტა“ შტამია გავრცელებული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა „დელტა“, ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე. თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც „ინდური შტამი“ მოგერევათ, ვერც სხვა ახლი შტამo, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ადამიანს ებრძვის, მუტაციები მუდმივად ხდება, არ არის გამორიცხული სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს. რთულია წინასწარმეტყველება რა შეიძლება გაჩნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)