|
2021-06-25 13:34:25, 611 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora" გაიმართა. წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკური მეთოდით, ისე ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 70-მდე სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 14 ღვინო, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო ადგილობრივი იმპორტირების მიერ. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)