|
2021-06-25 12:55:35, 799 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები ზედმეტად მკაცრად აფასებენ სასამართლო რეფორმას
„ჩვენი მეგობრების და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, მეჩვენება რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. ჩვენი პარტნიორების წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტით და მანამდე აღებული ყველა ვალდებულება, შესრულებულია, ხშირ შემთხვევაში გადამეტებითაც კი“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა. მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. „როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, სუბიექტური განცდები კი არ უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, არამედ, უნდა დავაყენოთ ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკეთ, ამ ობიექტური კრიტერიუმებით სასამართლოსადმი ნდობა არის მაღალი და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული. რეფორმა გრძელდება და ზოგადად რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)