|
2021-06-25 10:02:02, 824 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენს
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით დღეს წარსდგება. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151 გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს: პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია 2 წუთი, დაზუსტებისთვის - 1 ხოლო შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს 20 წთ. სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა 5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების - 3 წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. გამოსვლების დასრულების შემდეგ , 10 წუთიანი რეგლამენტით მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)