|
2021-06-24 12:45:18, 558 ნახვა
საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 29% კი პირიქით, თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. აღნიშული მაჩვენებელი, 2020 წლის ოქტომბრის კვლევის შედეგებთან შედარებით, როდესაც მოსახლეობის 61%-ს მიაჩნა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა, გაუარესებულია. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)