|
2021-06-24 11:53:08, 485 ნახვა
საზოგადოება
მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც. დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთია მეტრეველის ქუჩის N10-ში მდებარე სახლი, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიზა“ ასრულებს, 399 500 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)