|
2021-06-24 10:35:38, 647 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი - ნინოწმინდის პანსიონში ჩემი ვიზიტი უახლოეს დღეებში დაიგეგმება
უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა. ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოავლენენ, რადგან მასშტაბურ მონიტორინგს გეგმავენ. „უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც. ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, რადგან, როგორც ვნახე, ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები. დაგვიანებული რეაგირება არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს განხორციელდა, მოგეხსენებათ ორი შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული წინა წლებში და დარღვევები გამოვლენილი. თუმცა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ კომუნიკაციაც არ ჰქონიათ პანსიონის ხელმძღვანელობას სამინისტროსთან და არც სამინისტროს მხირდან იყო რაიმე რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება პრობლემები, იმიტომ, რომ მონტორინგი რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დანიშნა. მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში მასთან ერთად შევა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)