|
2021-06-23 15:05:35, 983 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველომ უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე, მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს
საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე, მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიევში, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეოკუპაცია საქართველოსა და უკრაინის გამოწვევაა. „დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ეს არის ჩვენი ქვეყნების და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშროლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება, დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიმართულებით არ შემიძლია არ აღვნიშნო სტარსბურგის სასამართლოს დასკვნა, რაც არის საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება. არ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაციები დელიმიტაციის ხაზზე და გატაცებები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გასათავისუფლებლად სახელმწიფოს ყველა უწყება მუშაობს. „დღესაც მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო ჩვენი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც 12 წლით არის დაკავებული და სახელმწიფოს ყველა უწყება მუშაობს მის გასათავისუფლებლად. ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველოდებით ამ კუთხით პირდაპირ მხარდაჭერას. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს. ამ რეგიონში და საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, პანდემიის მერე, ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა სტაბილიზაციის, დეესკალაციის და ბოლოს, დიალოგის. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა ამ ადგილას, რასაც აქვს თავისი მნიშვნელობა, რომ კიევიდან იყოს ეს ნათქვამი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)