|
2021-06-22 13:57:55, 803 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - დილიდან „ნაცმოძრაობის“ ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის „გაპრავების“ მცდელობამ სხვა მასშტაბი შეიძინა
„ერთი პატარა ფრაზა", „ქართული დიპლომატიის გამარჯვება", „ბოლო მომენტში შეტანილი ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად ცუდია", „სადავო პუნქტები" - ასე აფასებენ დილიდან ნაცები რეზოლუციას და ჩანაწერს, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით, აი ეს დააბრალეს საკუთარ ქვეყანას! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ცდილობდნენ გაეტარებინათ, მაგრამ მათ არხზეც რომ გამჟღავნდა, დილიდან ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის „გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა“, „აქამდე (ბოლო ოთხი წლის განმავლობაში), მაქსიმალურად ცდილობდნენ გაეტარებინათ, მაგრამ მათ არხზეც რომ გამჟღავნდა, დილიდან ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა. "ერთი პატარა ფრაზა"; "ქართული დიპლომატიის გამარჯვება" "ბოლო მომენტში შეტანილი ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად ცუდია" "სადავო პუნქტები" ასე აფასებენ დილიდან ნაცები რეზოლუციას და ჩანაწერს, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით. აი ეს დააბრალეს საკუთარ ქვეყანას! ამბობენ, რომ ღირდა, რადგან იმავე რეზოლუციაში იქნა ტერმინი "ოკუპაცია" გამოყენებული და ჩვენთვის პოზიტიური სხვა პუნქტებიც ჩაიწერა, - თითქოს ომის დაწყება რომ არ დაებრალებინათ საკუთარი ქვეყნისათვის, ისე რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებდა ცივილიზებული სამყარო... წლების განმავლობაში ნაწარმოები მათი კამპანიაც გვახსოვს ჩვენს წინააღმდეგ ამ თემაზე, რა თქმა უნდა ამ უპატიებელი საქციელის მიჩქმალვის და გადაფარვის მიზნით! რაც შეეხება ჩემს კითხვას ისკანდერის მტკიცებულებად წარუდგენლობასთან დაკავშირებით, მიპასუხეს: "2008 წელსვე გადავეცით ჩვენს პარტნიორებს, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, შესაბამისად, ეს იყო იმ ადგილას"... აღარ ვიცი, ამას ჭირდება თუ არა შეფასება, თუმცა ძალიან მოკლედ ერთი ფაქტი, და არა შეფასება: 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, "ისკანდერის" ნაწილი არსად ჩანდა, მით უმეტეს, მტკიცებულებად წარდგენილი ქართული მხარის მიერ არ ყოფილა და მისი მოძიება და წარდგენა მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მოხდა. დღეს გავიგეთ, რომ ეს მტკიცებულება "იმ ადგილას" ყოფილა და ამიტომ არ წარუდგენიათ“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)