|
2021-06-22 11:52:57, 486 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით, პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღეს. პროექტის „FinExCoop საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას. მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომაზე, მიღწეული პროგრესი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერით, ქართველ ფერმერებს მეტი რესურსი გაუჩნდებათ ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რათა მიმართონ სხვადასხვა საფინანსო სტრუქტურას, მოიზიდონ ფულადი რესურსი და განავითარონ მეურნეობები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. პროექტის „FinExCoop საქართველო“ ხელმძღვანელმა, კრისტოფ კორდონიერმა, პრეზენტაციის სახით, პროექტის სამომავლო გეგმები წარადგინა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და Chambre Agriculture de Loiret-თან ერთად. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების, „FinExCoop საქართველო“ პროექტის გუნდის წევრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)