|
2021-06-21 23:31:35, 1453 ნახვა
კომენტარი
ილია ელოშვილი: იმისთვის, რომ მოლოდინი არ მოუწიოთ ოჯახებს, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაფინანსება 5 მლნ ლარით გავზარდეთ
დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას, ბავშვთა სამედიცინო და სოციალური დახმარების მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრა. ილია ელოშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამად „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ დაასახელა. მისი თქმით, ამ პროგრამით 1 375 პირი სარგებლობს. „ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის დაფინანსება და ვცდილობთ, აღარ გვქონდეს რიგები. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი, რომ არ იყვნენ მომლოდინე ოჯახები ან თუ იქნება, ისინი მყისიერად ჩაერთონ პროგრამაში. ამისთვის 5 მილიონით გაიზარდა ეს დაფინანსება“, - აღნიშნა მერის მოადგილემ. თბილისის მერის მოადგილემ ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე ისაუბრა. ილია ელოშვილის განცხადებით, დემოგრაფიული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჩვენ გვაქვს პროგრამები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სახელოვნებო სკოლებში, სპორტულ დარბაზებში და საცურაო აუზებზე. 9000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი სარგებლობს ამ პროგრამებით და სრულიად უფასოდ იღებს იმ სიკეთეს, რაც ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამასთან, ჩვენ გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა. დემოგრაფია სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის. ამიტომ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომლის მიხედვითაც მეორე ახალშობილზე 500 ლარით ვაფინანსებთ, მესამე შვილზე - 800, მეოთხეზე - 1000, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე - 1500 ლარით. ამ პროგრამაში 24 500-ზე მეტი ბავშვია ჩართული. გარდა ამისა, მრავალშვილიანი ოჯახების თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად გამოყოფილია 50-ლარიანი ფინანსური დახმარება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. ილია ელოშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდამჭერ პროგრამებზეც ისაუბრა. „ამ მხრივ მნიშვნელოვანია 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის 800 ლარით დახმარების პროგრამა. ამას 100-ზე მეტი პირი იღებს. ასევე, ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა. პირადად მაქვს ნანახი, რამდენად ბედნიერები არიან ეს ბავშვები გამგზავრების წინ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)