|
2021-06-21 15:14:16, 720 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. ტურსააგენტოების წარმომადგენლებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები მოინახულეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმს სტუმრობდნენ. ქედის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას კი ინფოტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები დაეგემოვნებინათ და ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სწვეოდნენ. უკრაინელი ტუროპერატორები აჭარაში 4 დღით იმყოფებიან და რეგიონს დღეს დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)