08:06 - 28 Jul, 2026
|
2021-06-21 14:47:50, 1055 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ევროპულმა საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები 2022 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშულის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტისა და ფინანსური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აკრძალვას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთს აღნიშნული სანქციები 2014 წლის ივნისში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შერყევისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების საპასუხოდ დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)