|
2021-06-21 14:36:03, 675 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2005 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციით 21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღედ გამოცხადდა. „ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ, წარმატებით გაეგრძელებინოთ ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო საქმიანობა. საზღვაო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური" უზრუნველყოფს, საქართველოს საზღვაო პოლიტიკის განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის შეფასებით, საქართველოს ჰიდროგრაფიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების განვითარების, ისე კადრების გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით - დაიწყო ქართული საზღვაო-სანავიგაციო რუკების წარმოება, რომელიც შეტანილ იქნა მსოფლიო რუკათა კატალოგში და მიენიჭა საერთაშორისო ნუმერაცია, ქართული საზღვაო რუკები ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. ნათია თურნავას განცხადებით, ჰიდროგრაფიის სამსახური აღიჭურვა მცურავი საშუალებებით, ასევე განვითარდა საზღვაო კარტოგრაფია და მეტეოროლოგია. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების სანავიგაციო ნიშნებით. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ შუქურებს ბათუმსა და ფოთში, რაც მნიშვნელოვანია არამარტო სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ქვეყნასა და რეგიონში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ჰიდროგრაფიის სამსახურის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან, საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისგან დაცვასთან. „კიდევ ერთხელ ვულოცავ ჰიდროგრაფიის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს და საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დაარსებიდან ას წლისთავს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)