15:55 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-20 11:41:59, 1110 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიის განვითარების სააგენტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამთო აღჭურვილობას გადასცემს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებით სამთო-სამაშველო აღჭურვილობას მიიღებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თემურ მღებრიშვილმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდერ კარნერმა დღეს საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. 

ევროპელი პარტნიორების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებით შეძენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფის ტექნიკური ბაზა განახლდება.

ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები პირველი მორეაგირე ძალაა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელი ოპერაციებისას. მათ ხშირად უწევთ საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება განსაკუთრებულად რთული რელიეფსა და გარემო პირობებში. 

ავსტრიელი პარტნიორების მიერ გადმოცემული აღჭურვილობა სამმართველოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება როგორც მეხანძრე-მაშველთა დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, ოპერაციების უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩასატარებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics