|
2021-06-19 11:50:33, 690 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა რეგიონულ კონფერენციაში „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში" მიიღო მონაწილეობა
საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, რეგიონული კონფერენცია "მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში" გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ახალგაზრდული მეწარმეობის, მწვანე ტურიზმისა და ბუნებრივი და ენერგორესურსების მდგრად გამოყენებას უწყობს ხელს. ღონისძიებაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის, ახალგაზრდული მეწარმეობისა და ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ევროკავშირის, საქართველოსა და სომხეთის საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. „მწვანე ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს ენერგორესურსებზე ზეწოლის შემცირებას, უნარჩენო ტექნოლოგიების წარმოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყანაში ალტერნატიული ეკონომიკური მოდელების შექმნას შეუწყობს ხელს.. მწვანე ეკონომიკური ზრდა, მწვანე სამუშაო ადგილები და ზოგადად, მწვანე კონცეფცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. კონფერენცია პროექტების: „EU4Youth – „სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” საქართველოსა და სომხეთში, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში „ციფრული კავკასია“ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ - ფარგლებში გაიმართა. კონფერენციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული, ალექსანდრე კარნერი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, განვითარების პროექტების პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)