|
2021-06-18 12:48:14, 919 ნახვა
საზოგადოება
ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში - ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუშაობას გააგრძელებს. „ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, ამ ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ სიტუაციას და მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება და სასამართლო სისტემა არის შერწყმული ერთმანეთთან. ეს ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხთა, მოქალაქეებთან, რომლებიც შეწუხებული არიან ჩვენი ქვეყნის მომავლით, სამუშაო ძალიან ბევრია“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)