|
2021-06-17 11:17:21, 637 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა
სახალხო დამცველის შესვლა პანსიონში არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები შეუფერხებლად მუშაობენ და ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია. „ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ამ ეტაპისთვის ამის საფუძველი ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია, რომ ვივარაუდოთ, რამე გაუარესება მოხდება. რაც შეეხება სოციალურ მუშაკებს, ისინი შეუფერხებლად მუშაობენ და ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები არის დაცული. სახალხო დამცველის შესვლა პანსიონში არათუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცხველთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)