|
2021-06-17 10:38:34, 604 ნახვა
საზოგადოება
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები PCR ტესტის პასუხის წარდგენისგან თავისუფლდებიან
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება მთავრობის №322 დადეგენილებაშია აღნიშნული, რომელიც ძალაში 16 ივნისს შევიდა. ცვლილების თანახმად, 10 წლამდე მოზარდების მიმართ ასევე უქმდება ვალდებულება, საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს განმეორებითი PCR ტესტი ჩაიტარონ. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შედის ცვლილება და მისი მე-11 მუხლის 41 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს „პისიარ“ კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)