07:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 10:24:36, 894 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის  თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა.

„მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის  „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის

57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმორუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულიდემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილებისმიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობასვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდარეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისუფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics