21:41 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 12:56:13, 1039 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ოთხივე მისამართზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ფეხბურთის ორი რეაბილიტირებული მოედანი სანზონის დასახლებაში მდებარეობს: გურამიშვილის გამზირი N39-ში და გუდამაყრის ქუჩა N5-ის მიმდებარედ.

აღნიშნული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს, ახალგაზრდებს მოწესრიგებული სივრცეები ჰქონდეთ, რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. ამ ეტაპზე, ოთხი მოედანი რეაბილიტირდა სრულად. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მერიის ცნობით, ოთხი მოედნის სრული რეაბილიტაციის გარდა, სპორტული ინფრასტრუქტურის დაზიანებული ელემენტები კიდევ შვიდ მინი სტადიონზე შეკეთდა. ჯამში, 11 მისამართზე შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 214 000 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics