06:16 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 12:46:21, 569 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ამბიციური, თუმცა შესაძლებელია

თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის განხორციელებაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მონაწილეობდეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ შიდა უთანხმოების გადაწყვეტილებების გამო, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც აიღო ინიციატივა და იქცა ამ შეთანხმების მონაწილედ. 19 აპრილის შეთანხმება დარჩა, რომ 100%-ით განხორციელდეს და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს ამაში. ეს შექმნის ყველა შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის. ეს არის რეფორმები და ინტეგრაცია დასავლეთ სივრცეში, დემოკრატიის გაძლიერება, პოლიტიკური სტაბილურობა.

ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნების მიღწევისთვის. მიზნების მიღწევა თქვენ შეგიძლიათ არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით. თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა ეს არის შესაძლებელი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დიდი დემონსტრირება თქვენი გამბედაობის“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics