|
2021-06-11 10:22:43, 1056 ნახვა
საზოგადოება
კვარიათში, ზღვაში მაშველებმა 4 ივნისს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კვარიათში, ზღვაში მაშველებმა 4 ივნისს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 4 ივნისს შემოვიდა ინფორმაცია, კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება. გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. კვარიათისკენ გავიდნენ მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად გამოყენებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფრენი საშუალება - დრონი. რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)