|
2021-06-11 00:02:12, 564 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ანა ჩერნიშოვას შეხვდა
იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდა, რაც არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში მჭიდრო პარტნიორობას გულისხმობს. იუსტიციის მინისტრის თქმით, დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება სერვისების გაციფრულების კუთხითაც. „ვფიქრობ, გვექნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოსახლეობას და თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ჩერნიშოვამ იუსტიციის მინისტრს შთამბეჭდავი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო, რადგან განვიხილეთ სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით, შესაძლო ცვლილებები საარბიტრაჟო კანონში. აგრეთვე, საქართველოში რეგიონული ცენტრის შექმნის საკითხი არბიტრაჟისა და მედიაციის კუთხით. ვისაუბრეთ სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)