05:21 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 13:03:22, 550 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გახარიაზე - მთელი მისი საუბარი არის გარსი შიგთავსის გარეშე

მთელი მისი საუბარი არის წყალი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

პაპუაშვილის შეფასებით, გახარიას მთელი საუბარი უშინაარსოა, რადგან საუბრობს არაფერზე.

„როგორც ჩანს, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სახე. უკვე მისი მესამე გამოჩენაა მედიასთან და ვნახეთ, რომ ის საუბრობს არაფერზე. საერთო ჯამში, მთელი მისი საუბარი არის წყალი, ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე. საუბრობს რაღაც გავლენებზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ  გავლენებზე; საუბრობს ნეპოტიზმზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე; საუბრობს კორუფციაზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ კორუფციაზე, ანუ საუბარი შინაარსის გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics