|
2021-06-08 13:01:17, 786 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გაცხადდა, რომ გახარია არა „ოცნების“ და ივანიშვილის, არამედ სხვა ვინმეს ან რამის პროექტია
გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არა „ოცნების“ და ივანიშვილის, არამედ სხვა ვინმეს ან რამის პროექტია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას მიერ თებერვალში თანამდებობის დატოვება და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. „გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც „ოცნების“ პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მე მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის, სხვა ვინმეს ან სხვა რამეს პროექტი. რაც შეეხება შეფასებას - ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამა წლის თებერვალს საქართველოში, ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)