|
2021-06-08 11:45:58, 699 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური შეცდომაა
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი, ყოფილი თანაგუნდელების, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური შეცდომაა, რომ ისინი არ აწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ გააგრძელონ საქმიანობა პარლამენტში მიმაჩნია, რომ არის სწორი, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეცდომაა მათი მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა. მსურს ყველას შევახსენო, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა პარლამენტში მიიღო სწორედ აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმების საფუძველზე და მისი უზრუნველყოფის მიზნით, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, შეუერთდეს აღნიშნულ შეთანხმებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მანვე დასძინა, რომ უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შანსი, რომ თავიდან აიცილოს ვადამდელი არჩევნები. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ვნახავთ უკანასკნელ გამოკითხვებს საზოგადოებრივი აზრის, დავინახავთ ძალიან მყარად, რომ „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად არ აქვს შანსი, მიაღწიოს იმ ნიშნულს, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიდან აიცილონ ვადამდელი არჩევნები და რეალურად, მიშელის დოკუმენტმა გაკაფა გზა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ვადამდელი არჩევნები, ამ ფონზე, მითუმეტეს გაუგებარია, რატომ არ უერთდებიან ამ შეთანხმებას ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავიდანვე აცხადებდნენ ბოიკოტს“, - დასძინა სალომე სამადაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)